სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა, რის გამოც ყბა-სახის არეში დაზიანება მიიღო
ამობეჭდვა · 2017-10-30 12:09:00 · 179 ნახვა

ცაგერის რაიონის სოფელ ხოჯის მე-11 კლასის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა, რის გამოც ყბა-სახის არეში დაზიანება მიიღო. 

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ავტორი: mediamall.ge