შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 2017-10-30 12:26:00 · 796 ნახვა

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი, რომელმაც მის დაკრძალვაზე თვითმკვლელობა სცადა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც  საავადმყოფოს მედიკოსები აცხადებენ, მამაკაცის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბიულია, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სპეციალისტების დაკვირვება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახის წევრებთან, მათ შორის დედამთილსა და მაზლთან კონფლიქტი ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ,  ნაქევხრიშვილის ქმარმა განაცხადა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დასძინა, რომ მისი ცოლის მკვლელობაში სამი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მისი ძმაც, რომელმაც 22 ოქტომბერს თვითმკვლელობა სცადა.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახი რძლის, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვისთვის ემზადებოდა, რომელმაც თავი (გავრცელებული ინფორმაციით) 18 ოქტომბერს  მოიკლა.

გარდაცვლილი ქალის დედამთილი კი აცახდებს, რომ მისი რძლის მკველლეობაში მის შვილს ბრალი არ მიუძღვის და გოგონამ თვითმკვლელობა ადრეც სცადა.

ორივე შემთხვევაში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის გოგოს საქმის მოკვლევას იწყებს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ საქმეში სამართალდამცველების მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა იკვეთება.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გარდაცვლილის მისამართით ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პოლიციამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა და ქალზე ისინი სისტემატიურად ძალადობდნენ. რასაც მისივე მეზობლებიც ადასტურებენ.



ავტორი: MediaMall.ge