სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 2017-10-30 14:34:08 · 226 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მ.მ-ს, სომეხეთის მოქალაქის ს.ს-სა და რუსეთის მოქალაქის დ.ტ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 229.85 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,895.06 ლარი შეადგინა.


საგადასახადო კოდექსის  289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 14,894.07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.



ავტორი: mediamall.ge