საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა
ამობეჭდვა · 2017-10-30 16:41:50 · 116 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-2 ტურში საფრანგეთის ნაკრებს მოუგო და ლიდერთა შორისაა.

ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები მოიგეს, ხოლო, ლელა ჯავახიშვილმა მეტოქესთან მატჩი ყაიმით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა და ისრაელთან, ესპანეთთან, პოლონეთთან, უკრაინასთან, თურქეთთან, უნგრეთთან და რუსეთთან ერთად პირველ-მერვე ადგილებს იყოფს. მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკეები უნგრეთს დაუპირისპირდებიან.



ავტორი: imedinews.ge