საბერძნეთში, 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-10-30 19:03:17 · 386 ნახვა

85 წლის ქალის წამების ფაქტზე, ბერძენმა სამართალდამცველებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ბერძენი პოლიციელები აცხადებენ, კრიმინალური ჯგუფის წევრები ქალაქ ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, სახლის მფლობელი მოხუცი ქალბატონი საწოლზე მიაბეს, ცემეს და უთოთი აწამეს. დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სახლიდან 50 ევრო და ოქროს რამდენიმე სამკაული წაიღეს.

გვარცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კრიმინალური ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს.



ავტორი: Mediamall.ge