ავარია ახმეტაში - შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა
ამობეჭდვა · 2017-10-30 19:12:35 · 565 ნახვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში, შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგადაც დაშავდა მძღოლი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ხევში გადავარდნილი მანქანის ამოტანას ცდილობენ. 

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



ავტორი: Mediamall.ge