"სალვუს დეველოპმენტის" ოფისში სამართალდამცველები იარაღს ეძებენ
ამობეჭდვა · 2017-10-30 21:24:21 · 595 ნახვა

სალვუს დეველოპმენტის“ მთავარ ოფისში რამდენიმე საათია სამართალდამცველები იარაღს ეძებენ.

საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კლიენტებსა და დირექტორს შორის დაპირისპირება მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, "სალვუსის" ოფისში 10-მდე მოქალაქე იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მოქალაქის მტკიცებით, მას "სალვუს დეველოპმენტის" დამფუძნებელი იარაღით დაემუქრა. ეს მოქალაქე გახლავთ რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორის, ბექა ეჟიშვილი ძმა და სწორედ მან მიიყვანა სამართალდამცავები „სალვუს დეველოპმენტის” ოფისში.

"სალვუს დეველოპმენტში" აცხადებენ, რომ პროკურორმა ეჟიშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა ვითარება განგებ გაამწვავეს, რადგან ხელშეკრულების თანახმად რომელიც კომპანია "სალვუს დეველოპმენტმა" მობინადრეებთან გააფორმა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსს მშენებლობა ერთ წელიწადსა და ორ თვეში, 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, კომპანიას ვადები არ დაურღვევია, შესაბამისად გაუგებარია, რა ფარული მიზნები ჰქონდათ, ჯერ სიტუაციის ესკლაციას და შემდეგ კომპანიის დირექტორი დაკავებას.

გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.



ავტორი: Mediamall.ge