შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ამობეჭდვა · 2017-10-30 21:59:29 · 501 ნახვა

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარტავას ქუჩაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული შუახნის ქალია, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 



ავტორი: Mediamall.ge