ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე ორი მამაკაცი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-10-31 10:52:00 · 120 ნახვა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი საქათველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

ორი მამაკაცი ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის განაპირას დააკავეს. 

თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკამის მაცხოვრებლები არიან. 

დაკავებულები ახალგორის მილიციის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანენ. 

 



ავტორი: MediaMall.ge