საოკუპაციო ხაზთან დაკავებულებს სავარაუდოდ, დღეს "გაასამართლებენ"
ამობეჭდვა · 2017-10-31 11:52:00 · 118 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე დაკავებული ორი მოქალაქის, გიორგი შუკაკიძისა და ჯონი თათრიშვილის ე.წ. სასამართლო ცხონვალში სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმი დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება და დე ფაქტო სასამართლო სწორედ აღნიშნული მუხლით წარუდგენს ბრალს. 

ოკამის მაცხოვრებლები შუკაკიძე და თათრიშვილი სოფელ ახმაჯთან ახლოს შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 

ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ. 

 



ავტორი: MediaMall.ge