169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე აღადგენილია
ამობეჭდვა · 2017-10-31 14:24:31 · 507 ნახვა

ორი წლის წინ ვარკეთილის 169-ე ბაგა-ბაღის გათავისუფლებული დირექტორი ფიქრია ჩახნაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილებით თანამდებობაზე აღდგენილია.

სამსახურიდან ფიქრია ჩახნაშვილი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ, 2015 წელს გაათავისუფლა. მიზეზად ბაღში არსებული უვარგისი საკვები დასახელდა.

“169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ფიქრია ჩახნაშვილი თანამდებობიდან მნიშვნელოვანი ფინანსური და საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დარღვების გამო გათავისუფლდა. კერძოდ, სურსათის აღრიცხვის ჟურნალში პროდუქტების მიღები-ჩაბაღების აღრიცხვა ხორციელდებოდა არასწორად. წინასწარ იყო შეძენილი მთელი კვირის მარაგი საქონლის ხორცი და დარღვეული იყო მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები და ვადები.

ასევე ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა 169-ე საბავშვო ბაგა-ბაღში აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევები.”-განაცხადა თემურ თორდინავა ჩახნაშვილის გათავისუფლებაზე.

როგორც თავად ფიქრია ჩახნაშვილი ამბობდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ პარტიულ დავალების შესრულებაზე უარი თქვა.

ჩახნაშვილისვე განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოსთხოვეს, უარის თქმის შემდეგ კი თავად გაათავისუფლეს.

“დამიბარეს და მითხრეს რომ უნდა გამეთავისუფლებინა თანამდებობიდან თანამშრომლები, რაც მიზანშეწონილად არ მივიჩნიე და უარი ვუთხარი. სამაგიეროდ მათ მიზანშეწონილად ჩემი განთავისუფლება მიიჩნიეს.“-ამბობდა ჩახნაშვილი.

ჩახნაშვილის გათავისუფლებისთანავე ბაგა-ბაღის ეზოში მშობლებმა აქცია გამართეს, სადაც დირექტორის მოხსნას აპროტესტებდნენ და ახალი დირექტორისთვის კარის აჭედვით იმუქრეობოდნენ.

საქალაქო სასამართლოს დღევნდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩახნაშვილს ფინანსური დარღვევები არ დაუფიქსირდა. ასევე, არ დაფიქსირდა საკვები პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევაც.



ავტორი: metronome.ge