საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 2017-10-31 17:31:00 · 2930 ნახვა

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის დედა ავრცელებს. სოფო ფხაკაძის განცხადებით, მის შვილს არაფერი დაუშავებია, მისი დაკავების მიზეზი კი შესაბამისი დოკუმენტაციის არქონა გახდა. 

საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები გამოაქვეყნა. ანანო ხერხაძე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა მომხდარს და მედიით მისი ფოტოების გავრცელებას ძალიან განიცდის.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მძარცველებმა საბერძნეთში 85 წლის მოხუცი საწოლზე მიაბეს და უთოთი აწამეს.



ავტორი: MediaMall.ge