ფეხბურთის ფედერაციასთან, ლადო სადღობელაშვილი და „ქართული მარშის“ რამდენიმე წევრი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-10-31 20:44:43 · 216 ნახვა

ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართული მარშის“ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები უმიზეზოდ დააკავეს, ხოლო დაკავებისას ძალას გადაამეტეს. 

მიუხედავად ამისა, აქცია არ დაშლილა და მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან ფეხბურთის ფედერაციასთან.

ფეხბურთის ფედერაციასთან მობილიზებული რჩება პოლიციაც.


 



ავტორი: Mediamall.ge