ავარიას გრიგოლეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-10-31 22:05:28 · 249 ნახვა

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.



ავტორი: Mediamall.ge