ადვოკატის ინფორმაციით, “ქართული მარშის“ აქციაზე დაკავებული გიორგი ჭელიძე სასტიკადაა ნაცემი
ამობეჭდვა · 2017-11-01 00:56:43 · 1052 ნახვა

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ „ქართული მარშის“ აქციაზე დაკავებულების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ჭელიძე სასტიკადაა ნაცემი. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

"ოთხი საათია ვარკვევთ, თუ სად იმყოფებიან დაკავებულები და ზუსტად ვერ დავადგინეთ", - ამბობს ადვოკატი.



ავტორი: Mediamall.ge