ადვოკატის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 2017-11-01 11:44:00 · 364 ნახვა

ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული "ქართული მარშის" წევრები ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

"ყველა ნაცემია, ყველას აღენიშნება დაზიანება, თუმცა ლადო სადღობელაშვილს და გიორგი ჭელიძეს განსაკუთრებით. ეს დაზიანებები დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას. ლადო სადღობელაშვილი პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, გიორგი ჭელიძე კი იზოლატორიდან გადაიყვანეს ჰოსპიტალში. კადრებში, სავარაუდოდ, ჩანს, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციაზე, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციის ორგანიზატორიქართული იყო. პოლიციამ 6 პირი დააკავა.

 



ავტორი: MediaMall.ge