სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძის გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს
ამობეჭდვა · 2017-11-01 12:28:00 · 436 ნახვა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროფესი მიმდინარეობს. სასამართლოზე საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა აბესაძის გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს, სადაც ის აცხადებს, რომ მას პროცესზე დასწრება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აბესაძე თანახმაა სასამართლო განხილვა ჩატარდეს მისი მონაწილეობის გარეშე და სრულად ენდობა მისი ინტერესების დამცველებს.

თავად აბესაძის ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი კი სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო აბესაძის ეს გადაწყვეტილება. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აბესაძის ეს განცხადება არაადეკვატურია, ვინაიდან მან წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სურს მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში.

შეგახსსენებთ, რომ სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.



ავტორი: MediaMall.ge