თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო და ჭაჭა კორეის საერთაშორისო გამოფენაზე
ამობეჭდვა · 2017-11-01 12:25:00 · 152 ნახვა

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა IFFE (International Fermented Food EXPO) 2017 გაიხსნა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციისგუბერნატორმა. 

გამოფენაზე წარმოადგინეს ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები.

აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა განხორციელდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

გამოფენაში 20 ქვეყნიდან 355-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

 



ავტორი: MediaMall.ge