ოთარ აბესაძე არის არაადეკვატური - ადვოკატი
ამობეჭდვა · 2017-11-01 14:18:00 · 594 ნახვა

მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი.

მისი თქმით, აღნიშნულს ექსპერტიზის შუალედური დასკვნაც მომწმობს.

"განცხადებაში, რომელიც ოთარ აბესაძის სახელით წარმოდგენილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ, ის ამბობდა, რომ დღევანდელ სხდომაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა და ის ენდობოდა ადვოკატებს. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით, თუ რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოგზავნა, ვინაიდან ეს ჩვენთვის იყო სიურპრიზი. ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე დღის წინ და კითხვებზეც კი ვიყავით შეთანხმებული, მოწმეები რომ მოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხვდებით ოთარ აბესაძეს. თუკი მას არ ექნება სურვილი არ დაესწროს პროცესს, ეს მისი უფლებაა. ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას აქვს პროცესში აქტიურად მონაწილეობის სურვილი. როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა, ის არის არაადეკვატური და არ შეიძლება დავყრდნობოდით მხოლოდ და მხოლოდ ამ განცხადებას". - აღნიშნა ირმა ჭკადუამ. 



ავტორი: MediaMall.ge