ვანო მერაბიშვილმა შესაძლოა, საპყრობილე ახალ წლამდე დატოვოს
ამობეჭდვა · 2017-11-01 15:40:00 · 589 ნახვა

რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. 

გაზეთის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ ვანო მერაბიშვილის ადვოკატთან, გიორგი ჩივიაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ნამდვილად ჩაიბარა.


 



ავტორი: MediaMall.ge