"ხელი არ ახლოთ ჰარვის", "მე მიყვარს ჰარვი" - სკანდალური პროდიუსერის მხარდასაჭერად 5 გოგონა გაშიშვლდა
ამობეჭდვა · 2017-11-01 16:28:00 · 349 ნახვა

მოსკოვის ცენტრში, აშშ-ს საელჩოს შენობასთან, ჰოლივუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის მხარდასაჭერად, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, 5 გოგონა გაშიშვლდა. აქციის ამსახველი ფოტოები ერთ-ერთმა მონაწილებ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. გოგონებს ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერით - "ხელი არ ახლოთ ჰარვის", "მე მიყვარს ჰარვი"

"აქცია ჰარვი ვაინშტეინის მხარდასაჭერად გავმართეთ. მას იმიტომ დევნიან, რომ ის ნამდვილი მამაკაცია. რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და უკრაინა შენს გვერდით არის!" - დაწერა აქტივისტმა გოგონამ. 

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა დააკავეს. 

საპროდუსერო კომპანიამ The Weinstein-მა ვაინშტეინი გაათავისუფლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროდუსერი სექსუალურ ძალადობაში ამხილეს.

 

 



ავტორი: MediaMall.ge