შემთხვევა მანჰეტენზე
ამობეჭდვა · 2017-11-01 18:20:00 · 130 ნახვა

ნიუ-იორკის ცენტრში, მამაკაცმა გამვლელი ქალი მძიმედ დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. New Yout Post-ის ცნობით, მანჰეტენზე, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ქალს მუცლისარეში ესროლა და მძიმედ დაჭრა. შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სროლა მაშინ მოხდა, როდესაც მანჰეტენზე მდებარე კოლეჯის წინ ქალი ავტომანქანიდან გადმოდიოდა. მომხდარის მოტივი უცნობია. მანჰეტენზე მომხდარ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე ტერიტორიაზე, გუშინ სატვირთო ავტომანქანამ რამდენიმე ქუჩა ველოსიპედების ბილიკზე გაიარა და შემდეგ სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნუილ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. 



ავტორი: MediaMall.ge