ჰელოუინი გერმანიაში - 30-თი დაშავებული
ამობეჭდვა · 2017-11-01 18:28:00 · 195 ნახვა

გერმანიაში, ბავარიის ტერიტორიაზე, ჰელოუინის მასშტაბურ დღესასწაულზე, სადაც 1000-დე ადამიანი იყო შეკრებილი, მომწამვლელი გაზი გაუშვეს, რის შედეგად, 30 ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმე, შედარებით მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვებს კი, ადგილზე გამოძახებულმა სამედიცინო ჯგუფებმა დახმარება აღმოუჩინეს. 

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა გუშინ გვიან საღამოს დაიწყო და დღესაც გრძელდება. შემთხვევის დეტალებზე და ვერსიებზე ბავარიის პოლიციას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.  



ავტორი: MediaMall.ge