დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელს დაუპირისპირდა
ამობეჭდვა · 2017-11-01 19:33:55 · 223 ნახვა

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი და ეროვნული გუნდის ფეხბურთელი მაურო იკარდი გააკრიტიკა.

"ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია არ უნდა უხდიდეს 4.5 მილიონ ევროს მწვრთნელს, რომელსაც არ შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროზე გარანტიის მიცემა. სამპაოლიმ ეკვადორთან მატჩზე ჯადოქარი ჩაიყვანა. ეს ისევე ამაზრზენი იყო, როგორც ტრავმირებული იკარდის გამოძახება იგუაინის ნაცვლად, რომელსაც რეგულარულად გააქვს გოლები. იკარდიც არც კი თამაშობდა, მაგრამ გუნდში იყო. არ შეიძლება განაცხადის მიღმა დატოვო აგუერო და ნაკრებში მიიწვიო ის, ვინც მეგობარს ცოლი წაართვა. ის, ვინც აქტიურად ცდილობს ფეხბურთში ჩარევას და მის აგენტად მუშაობს. ვანდა ნარამ სამჯერ დაურეკა ედგარდო ბაუსას, ოთხჯერ - ხერარდო მარტინოს. თავად მწვრთნელები და მათი ასისტენტები მიყვებოდნენ ამას. არ ვიცი, რამდენჯერ დაურეკა ვანდამ სამპაოლის", - განაცხადა არგენტინულ გაზეთ Clarin-სთან საუბარში მარადონამ.



ავტორი: Mediamall.ge