მსახიობი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
ამობეჭდვა · 2017-11-01 19:59:42 · 74 ნახვა

The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტი ანა გრეჰემ ჰანტერი მსახიობ დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ჟურნალის ვებგვერდზე დაწერა. 

ჟურნალისტის თქმით, შემთხვევა 1985 წელს მოხდა, ფილმის "Death of a Salesman"-ის გადაღებების დროს, რომელშიც ჰოფმანი მონაწილეობდა, ჰანტერი კი პროდუსერის ასისტენი იყო.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მსახიობი მასთან ღიად ფლირტაობდა, საჯდომზეც მოკიდა ხელი და სექსზე ელაპარაკებოდა. მაშინ ჰანტერი 17 წლის იყო.

დასტინ ჰოფმანმა მისი მხრიდან სექსუალური შევწროების ფაქტი უარყო და აღნიშნულ ბრალდებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ქალებს დიდ პატივს ვცემ, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, თუ მან თავი უსიამოვნოდ იგრძნო იმ ქმედებების გამო, რომელიც შეიძლებოდა რომ გამომეხატა".



ავტორი: Mediamall.ge