მეგის ქარდავას უკრაინა, სავარაუდოდ, ქართულ მხარეს გადმოსცემს
ამობეჭდვა · 2017-11-01 20:39:48 · 256 ნახვა

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს უკრაინელმა ძალოვნებმა.

მეგის ქარდავას, სავარაუდოდ, ქართულ მხარეს გადმოსცემენ, რადგან სწორედ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით იძებნებოდა ის წითელი ცირკულარით. 

ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 



ავტორი: Mediamall.ge