კოპენჰაგენში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-01 20:56:19 · 146 ნახვა

დანიის დედაქალაქში შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კოპენჰაგენის პოლიციის განმარტებით, შემთხვევა კრიმინალურ დაჯგუფებას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, რომლებიც დეტალებს ადგენენ.



ავტორი: Mediamall.ge