„არავითარი დემოკრატიული ლატარიის სისტემა“ - ტრამპი Green Card-ის გაუქმებით იმუქრება
ამობეჭდვა · 2017-11-01 20:59:52 · 563 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მწვანე ბარათის (Green Card) გაუქმების აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

დონალდ ტრამპმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტერაქტის შემსრულებელი, უზბეკი საიფულო საიპოვი აშშ-ში 2010 წელს მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ჩავიდა. 

"ტერორისტი ჩვენ ქვეყანაში მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ჩამოვიდა. არავითარი დემოკრატიული ლატარიის სისტემა. ჩვენ უფრო ჭკვიანები და მკაცრები უნდა ვიყოთ", - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ტერაქტი 31 ოქტომბერს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 8 ადამიანი, 15-მდე დაიჭრა.



ავტორი: Mediamall.ge