თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-01 22:18:01 · 686 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ოთხი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია აღნიშნული ავტომაგისტრალის 56-ე კილომეტრზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილი ბილბორდის ბოძს შეეჯახა, რამაც 4 ახალგაზრდის დაღუპვა გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ავტორი: Mediamall.ge