ავარია რუსთავში - სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა
ამობეჭდვა · 2017-11-01 22:23:16 · 359 ნახვა

რუსთავში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავარიის მომენტში მანქანაში ექიმების გარდა, პაციენტიც იმყოფებოდა.

ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟისა და "სუბარუს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პაციენტი საავადმყოფოში სხვა ეკიპაჟმა გადაიყვანა.

სასწრაფოსთან შეჯახების შემდეგ "სუბარუს" მარკის ავტომობილი სხვა მანქანას დაეჯახა. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.



ავტორი: Mediamall.ge