ლონდონის ცენტრში, ავტომობილი ხალხით სავსე ტროტუარზე შევარდა
ამობეჭდვა · 2017-11-01 23:01:27 · 591 ნახვა

ლონდონის ცენტრში ხალხით სავსე ტროტუარზე მანქანა შევარდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა MIrror-ი ავრცელებს.

ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარს სერიოზული შეფასება მისცა, თუმცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭა.

შემთხვევის მიზეზს ლონდონის პოლიცია იძიებს. პირველადი შეფასებით, საქმე ავტოავარიასთან გვაქვს. 



ავტორი: Mediamall.ge