აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ბინ ლადენის დღიური გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 2017-11-02 00:08:09 · 814 ნახვა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებული 470 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა. მათ შორისაა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის პირადი დღიური. 

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტები 2011 წლის მაისში მიიღეს. დღიურში კი არის ჩანაწერები, რომელიც ბინ ლადენმა გარდაცვალებამდე გააკეთა. 

გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აუდიო, ვიდეო და სისტემური მასალებიც გამოაქვეყნა. დოკუმენტებს შორისაა ბინ ლადენის შვილის ფოტო.



ავტორი: Mediamall.ge