“მსხვერპლის ძიებაში“ - ახალი ბრალდება კევინ სპეისის მისამართით
ამობეჭდვა · 2017-11-02 00:18:05 · 224 ნახვა

ამრიკელი კინორეჟისორი ტონი მონტანა ირწმუნება, რომ მსახიობი კევინ სპეისი მას სექსუალურად ავიწროებდა.

მონტანას თქმით, სპეისი მას 2003 წელს, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში შეხვდა და მის ფეხებშუა ხელის ფათური სცადა.

მანამდე მსახიობი ენტონი რაპი აცხადებდა, რომ სპეისი მის შეცდენას ცდილობდა, მაშინ როცა თვითონ კერ იდევ 14 წლის იყო. მაშინ სპეისმა ეს ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი არ ახსოვს.

 რაც შეეხება ტონი მონტანას ინციდენტს, მონტანა აცხადებს, რომ სპეისის ბარში როცა შეხვდა დაახლოებით 30 წლის იყო. მისი სიტყვებით მან სპეისის ხელი გააშვებინა და ბარი დატოვა, მაგრამ მსახიობი მას აედევნა.

როგორც ირწმუნებიან აღნიშნულ ქმედებებში სპეისი შემჩნეული იყო ბრიტანეთში ცხოვრების დროსაც. ეს იყო 2004-2015 წლებში, როდესაც ის ლონდონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

მექსიკელი მსახიობი რობერტო კავაზოსი, რომელიც ამ თეატრში თამაშობდა, ირწმუნება, რომ სპეისი რეგულარულად “ნადირობდა“ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცებზე. 

მსახიობი ამ დროისთვის აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტრას არ აკეთებს. 



ავტორი: Mediamall.ge