ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა
ამობეჭდვა · 2017-11-02 00:34:15 · 122 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი მაიკლ ფელონი თანამდებობიდან გადადგა. იგი 10 წლის წინ, ჟურნალისტის მიმართ შეუფერებელი ქცევის გამო დაადანაშაულეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფელონმა „სანდეი ექსპრესის" რეპორტიორ ჯულია ჰარტლი-ბრიუერს მუხლზე ხელი დაადო. 

„ბოლო პერიოდში ბევრი ბრალდება გაჩნდა, მათ შორის წარსულში ჩემი შეუფერებელი ქცევის შესახებ. ბევრი მათგანი შეუფერებელი იყო სამხედრო მოსამსახურისთვის", - აცხადებს ფელონი.



ავტორი: Mediamall.ge