“პანიკასაც არ აქვს აზრი, ურთულეს მდგომარეობაში ვართ“ - იმპორტიორები სურსათის გაძვირებაზე საუბრობენ
ამობეჭდვა · 2017-11-02 00:39:41 · 589 ნახვა

იმპორტიორები აცხადებენ რომ ლარის გაუფასურების პარალელურად, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები მინიმუმ 5 % მოიმატებს. ესეც იმის გათვალისწინებით თუ ლარი დღევანდელ ნიშნულზე დარჩება და უფრო არ გაუფასურდება.

მათი თქმით, გაძვირება შესაძლოა არა იმპორტებულ პროდუქტებს არამედ ადგილობროვ პროდუქტეეს შეეხოს. იმპორტიორები არ გამორიცხავენ რომ გაიზრდება საწვავის ფასიც, რამაც შესაძლოა ინფლაციის დონე გაზარდოს. 

"ისეთი პროდუქცია, რომელიც ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობს, მაღალი ლიკვიდობით ხასიათდება. ასეთია, ვთქვათ, შაქარი და ფქვილი, რომლის გაძვირებასაც ველოდებით. ცხადია, ყოველდღიური მოხმარების სხვა პროდუქტებზეც მოიმატებს ფასი, მაგრამ ჯერჯერობით იმპორტიორები თავს იკავებენ, რადგან უცნობია, რა ნიშნულს დაიჭერს ლარი გრძელვადიან პერიოდში.

უკვე პანიკასაც არ აქვს აზრი, ურთულეს მდგომარეობაში ვართ. უამრავ დაბრკოლებას გაუძლო ბიზნესმა ლარის გაუფასურების გამო და ისევ ამ გამოწვევის წინაშეა. ველოდებით, რომ წონასწორობის ახალი წერტილი დაიჭიროს ეროვნულმა ვალუტამ, რის შესაბამისადაც ფასები დაკორექტირდება. 1 კვირის განმავლობაში ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და ეს რეალიზაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს", - აცხადებს ერთ-ერთი იმპორტიორი.

 



ავტორი: Mediamall.ge