კოლორადოს შტატში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-02 08:24:12 · 131 ნახვა

კოლორადოს შტატის ქალაქ ტორნტონში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

როგორც ცნობილია, პოლიცია სროლაში ეჭვმიტანილ ორ მამაკაცს ეძებს.



ავტორი: Mediamall.ge