მანჰეტენზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს
ამობეჭდვა · 2017-11-02 08:32:38 · 236 ნახვა

უზბეკეთის მოქალაქეს, საიფულო საიპოვს, რომელმაც ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ტერაქტი მოაწყო, მას რვა ადამიანის მკვლელობასა და ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალურ დახმარებაში წაუყენეს ბრალი. 

29 წლის ბრალდებული სასამართლოში ეტლით გამოცხადდა, რადგან ის დაკავებისას პოლიციამ მუცელში დაჭრა. 

ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის "ისლამური სახელმწიფოს" იდეებით იყო შთაგონებული და სპეციალურად დაამთხვია თავდასხმა ჰეოლოუინს, რადგან ამ დროს ქუჩაში უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა. 

საიპოვს შესაძლოა სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებული გუანტანამოს ციხეში გააგზავნონ.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ასევე ძებნა გამოაცხადა უზბეკეთის კიდევ ერთ მოქალაქე 32 წლის მუჰამედზოირ კადიროვზე, რომელიც, სავარაუდოდ, ნიუ იორკის ტერაქტის მოწყობაში საიფულოს თანამონაწილეა.  

როგორც ცნობილია, საიპოვი 2010 წელს, Green Card-ის გათამაშების პროგრამით ჩავიდა აშშ-ში. ის ფლორიდაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუ ჯერსიში გადავიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის გამო კონგრესს Green Card-ის გათამაშების გაუქმება მოსთხოვა.
 



ავტორი: Mediamall.ge