დონალდ ტრამპი აზერბაიჯანელი ტერორისტის სიკვდილით დასჯას ითხოვს
ამობეჭდვა · 2017-11-02 09:01:51 · 981 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკელი ტერორისტი საიფულო საიპოვი, რომელმაც 8 ადამიანი იმსხვერპლა სიკვდილით უნდა დაისაჯოს. 

„ნიუ-იორკელი ტერორისტი გახარებული იყო, როცა თავის პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის გამოფენა ითხოვა. მან 8 ადამიანი მოკლა და 12 მძიმედ დაჭრა. ის სიკვილით უნდა დაისაჯოს“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ტერაქტი მოხდა - მამაკაცი ავტომობილით ჯერ ხალხში შევარდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ტერორისტი საიფულო საიპოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, პოლიციამ უკვე დააკავა. იგი ამერიკაში 2010 წელს, Green Card-ის გათამაშების პროგრამით ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის გამო კონგრესს Green Card-ის გათამაშების გაუქმება მოსთხოვა. 



ავტორი: Mediamall.ge