კანადის ხელისუფლება მილიონამდე ლტოლვილის მიღებას გეგმავს
ამობეჭდვა · 2017-11-02 09:30:47 · 3862 ნახვა

კანადის ხელისუფლება მილიონამდე ლტოლვილის მიღებას გეგმავს. 

ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ლტოლვილების ამ რაოდენობის მიღება 3 წლის მანძილზე გაგრძელდება - 2018 წელს კანადა 310 ათას, 2019 წელს - 330 ათასს, ხოლო 2020 წელს - 340 ათას ლტოლვილს მიიღებს .

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიგრანტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი საზოგადოების განვითარებაში“, - განაცხადა კანადის მიგრანტთა საქმეების მინისტრმა აჰმედ ჰუსეინმა. მისივე თქმით, 2020 წლისთვის ქვეყანაში მიგრანტების რიცხვი საერთო მოსახლეობის რიცხვის 1%-ს გაუტოლდება, რაც კანადის მოსახლეობის გაახალგაზრდავებასაც გამოიწვევს.



ავტორი: Mediamall.ge