ვლადიმერ პუტინს სასამართლოში უჩივიან
ამობეჭდვა · 2017-11-02 09:59:00 · 182 ნახვა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლოს.

"კრემლი კოორდინირებული ზომებით ცდილობს ჩემი საარჩევნო კამპანიის. ბოლო დღეებში, ამომრჩეველთან შეხვედრის უფლება არ მომეცა" - წერს თავის საინტზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ნავალნის აზრით, კრემლი შეშფოთებულია იმით, რომ უკვე ჩატარებულ შეხვედრებზე მისი მრავალი მხარდამჭერი იყო მისული.

„რუსეთის 40-50 უდიდესი ქალაქის ადმინისტრაციები ყოველ კვირას პირდაპირ და უხეშად არღვევენ კანონს, როცა უარს მეუბნებიან ამომრჩევლებთან შეხვედრაზე" - აცხადებს პოლიტიკოსი.

 ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს სამართლებრივ დევნას და განაგრძობს საარჩევნო კამპანიას. ამჟამად ის სააგიტაციო ტურით მოგზაურობს რუსეთის რეგიონებში.



ავტორი: MediaMall.ge