რომის პაპი ლოცვების დროს ზოგჯერ იძინებს
ამობეჭდვა · 2017-11-02 10:22:00 · 178 ნახვა

80 წლის რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა, იტალიურ კატოლიკურ არხ TV2000-თან საუბრისას აღიარა, რომ ლოცვების დროს ხშირად ეძინება, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. 

"ლოცვების დროს თავს ბავშვად ვგრძობ, თითქოს მამას ვარ ჩახუტებული და ამ დროს ძილი მეძალება. ასეთი რამ წმინდა ტერეზასაც ემართებოდა და მიიჩნევდა, რომ ღმერთს ეს მოსწონს" - ბრძანა პაპმა. 

80 წლის ფრანცისკე პირველმა აღნიშნა, რომ ის საღამოს 9-ზე იძინებს, სამაგიეროდ დილის 4 საათზე დგება.

 



ავტორი: MediaMall.ge