მიხეილ სააკაშვილი "უახლოეს თანაგუნდელზე" ამბობს, რომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის
ამობეჭდვა · 2017-11-02 10:00:00 · 798 ნახვა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. 

"მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ "უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, - დაწერა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექსპრეზიდენტის "უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.
 



ავტორი: MediaMall.ge