უკრაინის შს მინისტრის ვაჟი ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 2017-11-02 12:44:00 · 142 ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ვაჟი კიევიდან გაუსვლელობის ხელწერილით სასამართლომ გაათავისუფლა. ალექსანდრე ავაკოვს სასამართლოსთვის შეტყობინების გარეშე უფლება არ აქვს დატოვოს ქალაქი. ამას გარდა, მან მიგრაციის სამსახურს უნდა ჩააბაროს საზღვარგარეთის პასპორტი და თავი შეიკავოს მოწმეებთან ურთიერთობისგან.

ალექსანდრე ავაკოვი უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 31 ოქტომბერს ე.წ. “ზურგჩანთების საქმეზე“ დააკავა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ფირმისგან შეიძინა.



ავტორი: MediaMall.ge