პრემიერმა ინფრასტრუქტურული პროექტების გაორმაგება დააანონსა
ამობეჭდვა · 2017-11-02 12:50:00 · 161 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც წელს ხორციელდება, ახალი შეემატება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, პროექტების რაოდენობა გაორმაგდება. 

წელს,"ინფრასტრუქტურის მიმართულებით 36%-იანი ზრდა  გვაქვს. მომავალ წელს, თითქმის გაორმაგდება შარშანდელთან შედარებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა და ეს ყველაფერი კერძო სექტორზე, მეწარმეობაზე, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე ასისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



ავტორი: MediaMall.ge