იუსტიციის მინისტრი ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განმარტავს
ამობეჭდვა · 2017-11-02 13:51:00 · 458 ნახვა

როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი.

"ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად აღარ არის პატიმრობაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე განმარტება სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ გააკეთა. 


 



ავტორი: MediaMall.ge