მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 2017-11-02 15:54:00 · 142 ნახვა

თბილისის არჩეული მერი, კახა კალაძე სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას დაკავების თემაზე საუბრობს. 

მისი თქმით, “ის რომ, მეგის ქარდავას მიმართ არსებობს კითხვები შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ცხადია და არაერთხელ მოვისმინეთ".

"მუშაობა დაიწყება ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარს "პალიტრანიუსი" ავრცელებს. ეს კომენტარი მან ჟურნალისტებთან დიღომში გააკეთა, სადაც ავტობუსების ავტობაზა დაათვალიერა.

როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადაციო პროცედურები დაიწყო

 



ავტორი: MediaMall.ge