აფეთქება ინდოეთის თბოელექტროსადგურში
ამობეჭდვა · 2017-11-02 16:07:00 · 102 ნახვა

ინდოეთის ჩრდილოეთით, თბოელექტროსადგურში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26 გაიზარდა. 

ABC ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულია 60 ადამიანი, თუმცა აღნიშნავს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ახლომდებარე საავადმყოფოებში სხეულის მძიმე დაზიანებებით უამრავი ადამიანი გადაიყვანეს.

მედია წერს, რომ ასეთი აფეთქებები ინდოეთისთვის უჩვეულო არ არის, რადგან უსაფრთხოების ზომების დაცვა არ ხდება. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. მიმდინარეობს გამოძიება. 

 



ავტორი: MediaMall.ge