მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-11-02 16:22:00 · 172 ნახვა

"მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმყოფებოდა და 2002 წლიდან დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული პირების მიმართ წამების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებისთვის იძებნებოდა.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა.



ავტორი: MediaMall.ge