ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრლადებულს 7 წელი მიუსაჯეს
ამობეჭდვა · 2017-11-02 17:35:00 · 157 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ირმა ყ.-მ, ბექა შ.-მ და ნინა ჩ.-მ, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად მოკლეს ირმა ყ.-ს დედა ლუბა ყ. და დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სხეული დაანაწევრეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია ჰქონდა საქმეზე ბრალდებულ ლუკა ჩ.-ს. რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლო, საქმის მასალებში მოხსენიებულ არასრულწლოვან პირთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაზე გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თავადაც აძლევდა რჩევებს ზემოხსენებული მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებს ირმა ყ.-ს, ბექა შ.-ს და ნინა ჩ.-ს, დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.



ავტორი: MediaMall.ge