ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი აშშ-ა - ირანის უმაღლესი ლიდერი
ამობეჭდვა · 2017-11-02 17:59:00 · 210 ნახვა

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი ირანელი ხალხის მთავარ მტრად აშშ-ს მიიჩნევს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მტერია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით. თუ მტრის წინაშე უკან დავიხევთ, ეს მას ძალას შეჰმატებს, ამიტომ ერთადერთი გზა - წინააღმდეგობის გაწევაა" - განაცხადა ჰემენეიმ სტუდენტებთან შეხვედრაზე. 

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ისლამური რევოლუციის შემდეგ, აშშ თეირანის მიმართ მტრულ პოზიციაში ჩადგა, ახლა კი, ბირთვული შეთანხმების განხორციელებას აფერხებს.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა ჰემენეის შეხვბედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ირანის უმაღლესმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინს აშშ-ის იზოლირების წინადადებით მიმართა, ამას გარდა ჰემენეიმ რუსეთის ლიდერს დოლარზე უარის თქმა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნაციონალური ვალუტით წარმოება შესთავაზა. 

 

 



 



ავტორი: MediaMall.ge